Thumbnail
  • ლივერპულმა ნიუკასლს 2:0 მოიგო.
  • მორიგი გოლი გაიტანა მოჰამედ სალაჰმა.

ინგლისის პრემიერლიგის 29-ე ტურში იურგენ კლოპის ლივერპულმა "ენფილდზე" 2:0 მოუგო რაფა ბენიტესის ნიუკასლს. 

► უემბლის კაცი სონი - ტოტენჰემმა იუვენტუსისთვის რეპეტიცია გაიარა

მე-40 წუთზე ოქსლეიდ-ჩემბერლენის პასით ანგარიში მოჰამედ სალაჰმა გახსნა.

55-ე წუთზე რობერტო ფირმინომ სადიო მანეს გაატანინა. ლივერპული 29 ტურიდან 60 ქულით მე-2 ადგილზე გადავიდა, თუმცა იუნაიტედს, რომელსაც 59 ქულა აქვს, თამაში რეზერვში აქვს. ნიუკასლი 29 ქულით მე-16 ადგილზეა და გავარდნის ზონასთან სახიფათო სიახლოვესაა. 

მოჰამედ სალაჰმა პრემიერლიგის სეზონში 24-ე გოლი გაიტანა (ყველა შეჯიბრებაში 32-ე) და ის ჰარი კეინს (ტოტენჰემი) დაეწია. 

იურგენ კლოპის ლივერპულმა პრემიერლიგაში 200 გოლი გაიტანა
იურგენ კლოპი:

"მოს შესანიშნავი სეზონი აქვს. ის აგრძელებს შესანიშნავ თამაშს, გოლებიც მუდამ გააქვს, როგორც ეს პირველ ტაიმში შეძლო. უნდა გენახათ, როგორი იმედგაცრუებული იყო, მეორე გოლი რომ ვერ გაიტანა. იმედია, ეს განწყობა სეზონის ბოლომდე შეუნარჩუნდება". 

კომენტარები

ბოლო ამბები