Thumbnail
  • ბუნდესლიგის ჩემპიონი ფირმინოში 75 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებს
  • გერმანელებს ბრაზილიელის გარდა სანეს დამატებაც სურთ 

მიუნხენის ბაიერნს ზაფხულში ლივერპულის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშის, რობერტო ფირმინოს დამატება სურს. გერმანულ კლუბს იმედი აქვს, რომ ტრანსფერის განხორციელებას და ბრაზილიელის დამატებას შეძლებენ.

ბაიერნში სჯერათ, რომ 28 წლის ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკისთან კარგად შეთამაშდება და შეტევით პოტენციალს კიდევ უფრო მეტად გაზრდის. ფირმინოს გარდა, გერმანულ კლუბს ლეროი სანეს დამატებაც სურს. პრემიერლიგის წინა ხაზის მოთამაშეების დაკომპლექტებით, გუნდის შეტევა კიდევ უფრო გაძლიერდება.

ფირმინო ლივერპულის შეტევითი ტრიოს (მანე, სალაჰი, ფირმინო) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და უცვლელი წევრია და მისი ყიდვა მარტივი არ იქნება. ლივერპული ტიმო ვერნერს აკვირდება და ზაფხულში მისი დამატების შემთხვევაში, მიუნხენში იმედოვნებენ, რომ ფირმინოს ტრანსფერის განხორციელება უფრო გაუადვილდებათ. გერმანული კლუბი ზაფხულში ბრაზილიელის სანაცვლოდ 75 მილიონი ფუნტის შეთავაზებას აპირებს.

რობერტო ფირმინომ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 25 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 8 გატანილი გოლითა და 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები