Thumbnail

0:4 ნორვეგიასთან - U17 საქართველოს ნაკრების მარცხი ესპანეთში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

ესპანეთში დასრულდა ოთხთა ტურნირი 17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებებს შორის. საქართველოს ნაკრები პოლონეთს, ხორვატიას და ნორვეგიას უწევდა კონკურენციას. დასჯვნითი შეხვედრა გიორგი ჩიტაურის გუნდმა ნორვეგიასთან გამართა და 0:4 დამარცხდა.

იქამდე, საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებმა ხორვატიას 3:2 მოუგო, ხოლო პოლონეთთან 0:2 წააგო. შედეგად, ქართველმა ფეხბურთელებმა ტურნირი 3 ქულით დაასრულეს.  

ნორვეგია 4:0 საქართველო 

გოლები: 1:0 კარლსბეკი (48), 2:0 ფიორტოფტი (50), 3:0 ფიაბემა (57), 4:0 კარლსბეკი (77)

საქართველო: ხარატიშვილი, ავალიანი, ხვადაგიანი, ჩხეტიანი, ო.მამაგეიშვილი, გაგნიძე, გვიშიანი, სიჭინავა, გ.მამაგეიშვილი, აბუაშვილი, სალუქვაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: აბჟანდაძე, შურღაია, დუნდუა, უბილავა, ზოსიაშვილი, იობაშვილი, უგრეხელიძე.

კომენტარები

ბოლო ამბები