Thumbnail

‘გთხოვთ, არ შეწყვიტოთ მათთვის ლოცვა’ - კობი ბრაიანტის მეუღლის ემოციური პოსტი

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კობი ბრაიანტის მეუღლემ კიდევ ერთი ემოციური პოსტი და ვიდეო გამოაქვეყნა
  • ვანესა ბრაიანტს ტრაგედიის მიღება უჭირს

კობი ბრაიანტის და მისი 13 წლის ქალიშვილის, ჯიჯის ტრაგიკულად დაღუპვიდან 15 დღის შემდეგ, ლეგენდარული კალათბურთელის მეუღლემ, ვანესა ბრაიანტმა კიდევ ერთი ემოციური პოსტი გამოაქვეყნა. 37 წლის ვანესამ ინსტაგრამზე განათავსა ვიდეო, რომელშიც კობის და ჯიჯის კადრებია. 

'არასწორია ეს ყველაფერი! გაგიჟებული ვარ. მას ხომ მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა!'

“ჩემს ტვინს უჭირს იმის მიღება, რომ კობი და ჯიჯი აღარ არიან. ერთი მხრივ ვცდილობ, კობის გარდაცვალება დავიჯერო და მეორე მხრივ, ჩემი სხეული უარყოფს იმის მიღებას, რომ ჩემი ჯიჯი ჩემთან აღარასოდეს მოვა,” - წერს ვანესა, - არასწორია ეს ყველაფერი. რატომ უნდა შემეძლოს დილას გაღვიძება, თუკი ჩემს პატარა გოგონას ეს არ შეუძლია? გაგიჟებული ვარ. მას ხომ მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა.”

კობი, ჯიჯი და ვანესა ბრაიანტები

კობი ბრაიანტის მეუღლე პოსტში იმაზეც საუბრობს, რომ ცდილობს, იყოს ძლიერი სხვა შვილებისთვის - როგორც იცით, კობის და ვანესას კიდევ 3 ქალიშვილი ჰყავთ: ნატალია, ბიანკა და კაპრი. “ვიცი, რომ ნორმალურია ის, რასაც ვგრძნობ. როგორ მინდა, რომ ჩემთან ერთად იყვნენ და ეს კოშმარი აღმოჩნდეს. ვლოცულობ ყველა ადამიანისთვის, ვინც იმ ტრაგიკულ დღეს დაიღუპა. გთხოვთ, თქვენც არ შეწყვიტოთ ლოცვა!” - წერს ვანესა ბრაიანტი.

შეგახსენებთ, რომ კობიდა ჯიჯი ბრაიანტებთან ერთად, 26 იანვარს, კალაბასასში შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად კიდევ 7 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

ბოლო ამბები