Thumbnail

ხელბურთი | გიორგი ცხოვრებაძის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი
  • საფრანგეთის მონპელიემ პლეიოფში გასვლა უკვე გაინაღდა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, საფრანგეთის მონპელიემ პლეიოფში გასვლა გაინაღდა. ტურნირი სანაკრებო პაუზის შემდეგ განახლდა. მე-11 ტურში ლიგის 2018 წლის ჩემპიონმა მონპელიემ 25:24 დაამარცხა 2016 წლის გამარჯვებული, პოლონეთის კელცე, 13 ქულა დააგროვა და მერვედფინალში ითამაშებს. 18 წლის ქართველი ხელბურთელი გიორგი ცხოვრებაძე 11 თამაშიდან ექვსში, მათ შორის კელცესთან, გუნდის შემადგენლობაში იყო.

ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე კიდევ 3 ტურია. B ჯგუფში პირველი ადგილისთვის, რომელიც პირდაპირ მეოთხდფინალში თამაშის უფლებას იძლევა, იბრძოლებენ გერმანიის კილი და უნგრეთის ვესპრემი. მერვედფინალში გასულები არიან მონპელიე და კელცე, ხოლო ბოლო 2 საგზურის პრეტენდენტები არიან პორტუგალიის პორტო, მოქმედი ჩემპიონი, მაკედონიის ვარდარი და ბელარუსის მეშკოვ-ბრესტი.

A ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების კანდიდატები არიან ბარსელონა, პსჟ და უნგრეთის სეგედი. მერვედფინალში გავიდა დანიის ოლბორგი, მიზანთან ძალიან ახლოა გერმანიის ჩემპიონი ფლენზბურგი, ბოლო საგზურისთვის კი იბრძვიან სლოვენიის ცელიე, ნორვეგის ელვერუმი და ხორვატიის ზაგრები.

კომენტარები

ბოლო ამბები