Thumbnail
  • ინდიანა პეისერსი 105:106 ბრუკლინ ნეტსი
  • გოგა ბითაძეს ნეტსთან სათამაშო დრო საერთოდ არ ჰქონია 
  • დომანტას საბონისის სამმაგი დუბლი საკმარისი არ აღმოჩნდა

გოგა ბითაძის გუნდი ინდიანა პეისერსი ზედიზედ მეექვსედ დამარცხდა - ამჯერად შინ  ბრუკლინ ნეტსთან და ერთი ქულის სხვაობით. 20 წლის ქართველმა ცენტრმა, რომელსაც აქამდე 2-3 წუთით მაინც ეძლეოდა ხოლმე მოედანზე შესვლის შესაძლებლობა, ბრუკლინთან თამაშს თავიდან ბოლომდე სკამიდან უყურა.

ინდიანაპოლისში გამართულ შეხვედრაში უპირატესობა თავიდან სტუმრებმა მოიპოვეს და მესამე მეოთხედის ბოლომდე წინ იყვნენ ანგარიშში, მაგრამ დიდწილად დომანტას საბონისის შედეგიანი თამაშის წყალობით, პეისერსმა ბოლო მეოთხედის წინ მოახერხა ჯერ ჩამორჩენის გაბათილება, შემდეგ კი წინ გასვლაც.

მატჩის ბედი მის დასრულებამდე 5 წამით ადრე გადაწყდა, როდესაც ბრუკლინის გამთამაშებელმა სპენსერ დინუაიდიმ ორქულიანი ჩააგდო და თავისი გუნდი წინ ქულით გაიყვანა. ეს მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა. ინდიანადას ბოლო იმედის შეტევის დასრულება მალკოლმ ბროგდონმა შორეული ტყორცნით სცადა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.

📺 დინუაიდის გადამწყვეტი 2-ქულიანი

მატჩის საუკეთესო მოთამაშე პეისერსის ლიეტუველი ფორვარდი დომანტას საბონისი იყო, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა - 23 ქულა, 10 მოხსნა, 11 პასი. მასპინძელთა რიგებში 19 ქულა ჰქონდა ტი ჯეი უორენს, 15 - მაილს ტერნერს, 13 და 12 - შესაბამისად, დაგ მაკდერმოტსა და ვიქტორ ოლადიპოს.

გამარჯვებულთა რიგებში ორმაგი დუბლი სპენსერ დინუაიდის (21 ქულა, 11 პასი) და დეანდრე ჯორდანს (11 ქულა, 19 მოხსნა) ჰქონდათ. 15 ქულა ჩააგდო ჯო ჰარისმა, 14 - ტორინ პრინსმა. ჯამში, ნეტსში 10 და მეტი ქულა რვა მოთამაშე ჰქონდა.

📺 ინდიანა 104:105 ბრუკლინი (მიმოხილვა)

ინდიანა პეისერსი 54 მატჩში 31 მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში მეექვსე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 13 თებერვალს, შინ კონფერენციის ლიდერ მილუოკი ბაქსთან გამართავს.

ბრუკლინ ნეტსი ამავე კონფერენციაში 52 მატჩში 24 მოგებით მეშვიდეა, მომდევნო მატჩში კი 13 თებერვალს, შინ ტორონტოს მიიღებს.

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლუკა დონჩიჩი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ჯოელ ემბიდი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები