Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშებაში სტუმრად ესპანეთს 23:10 სძლია და მორიგი ტიტულისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ''ბორჯღალოსნებმა'' რეიტინგშიც წინ გადაინაცვლეს და იტალიის ეროვნულ გუნდს გადაასწრეს.

რაგბი ევროპის ჩემპიონატმა მეორე ტურის TOP 5 ლელო დაასახელა, სადაც შალვა მამუკაშვილისა და აკაკი ტაბუცაძის ლელოებიც მოხვდა. მამუკაშვილმა ესპანეთთან დუბლი შეასრულა და მისი მე-2 ლელო მე-5 ადგილზე გავიდა, ხოლო ტაბუცაძის მიერ სადებიუტო მატჩში გატანილ ლელოს მე-3 ადგილი მიაკუთვნეს.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურის საუკეთესო ლელოები

🏉 ხუთიდან ორი ლელო ჩვენია 📺 რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურის საუკეთესო ლელოები

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on ორშაბათი, 10 თებერვალი, 2020

📋 მეტი ბორჯღალოსნების შესახებ

კომენტარები

ბოლო ამბები