Thumbnail

ვაისი ლეგიონერებს აკვირდება - ნაკრების მწვრთნელი არაერთ მატჩს დაესწრო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ვლადიმირ ვაისი უკვე იყო კვიპროსსა და თურქეთში
  • ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი სხვებსაც ესტუმრება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სამწვრთნელო შტაბი თურქეთში ქართველი ლეგიონერების მატჩებზე დასასწრებად იმყოფებოდა. ვლადიმირ ვაისი სამწვრთნელო შტაბის წევრებთან და ფეხბურთიის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილთან ერთად ანტალიის რეგიონში ჩავიდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, 4-9 თებერვალს, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იმ ქართველი ფეხბურთელების მატჩების სანახავად იმყოფებოდა, რომლებიც საწვრთნელ შეკრებას თურქეთში გადიან.

ზამთრის შესვენების პერიოდში საკუთარ კლუბებთან ერთად ანტალიის რეგიონში იმყოფებიან ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, დავით ხოჭოლავა, ელგუჯა ლობჯანიძე, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ლაშა პარუნაშვილი და გია გრიგალავა. მატჩებზე დასწრების გარდა, საქართველოს ნაკრების დამრიგებელს კომუნიკაცია ჰქონდა ქართველ ლეგიონერთა კლუბების სამწვრთნელო შტაბებთან.

ვაისი დინამო თბილისის თავკაც კახაბერ ჩხეტიანსაც შეხვდა
📷 | საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

თურქეთში ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპს გადის საქართველოს ჩემპიონი დინამო თბილისიც, რომელსაც ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი აგრეთვე სტუმრობდა.

ცნობისთვის, თურქეთში ჩასვლამდე ვლადიმირ ვაისი კვიპროსში ანორთოსისის მატჩს დაესწრო, სადაც ხუთი ქართველი ფეხბურთელი - გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ნიკა კაჭარავა და ჯანო ანანიძე ირიცხება. თურქეთის შემდეგ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ევროპაში მოთამაშე სხვა ლეგიონერის მატჩებზე დასწრებასაც გეგმავს.

ვაისის ვოიაჟის მიზანი ნათელია. მარტის ბოლოს საქართველოს ეროვნული ნაკრებს ერთა ლიგის გადამწყვეტი მატჩები ელის, რომელსაც ყველა ფეხბურთელი სრულ მზადყოფნაში უნდა შეხვდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები