Thumbnail
  • 📅 11 თებერვალი | ⌚ 04:00 | 🏀 ინდიანა V ბრუკლინი
  • ბითაძე NBA-ში საშუალოდ 8.6 წუთს თამაშობს

როგორც მოსალოდნელი იყო, ინდიანა პეისერსმა უკან დაიბრუნა G ლიგაში განათხოვრებული გოგა ბითაძე უკან დაიბრუნა. ამაღამ (04:00-ზე თბილისის დროით) ინდიანა ბრუკლინ ნეტსს უმასპინძლებს და 5-მატჩიანი წაგებათა სერიის დასრულებას შეეცდება. გოგა ამ მატჩისთვის მოემზადება.

შეგახსენებთ, რომ კვირას გოგამ G ლიგაში თავისი მე-4 მატჩი ითამაშა და მეოთხედ შეასრულა ორმაგი დუბლი - დელავერთან 24 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. 

ინდიანას ტრავმირებული არ ჰყავს, ასე რომ, გოგასთვის ბევრ სათამაშო დროს არ უნდა ველოდოთ. ბრუკლინს აკლია კევინ დურანტი და კაირი ირვინგი. 

გოგა ბითაძე NBA-ს რეგულარული სეზონის 42 მატჩში საშუალოდ მხოლოდ 8.6 წუთს თამაშობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები