Thumbnail

ძაგნიძე ერთპიროვნული ლიდერია - ნანამ სამ ტურში მეორედ მოიგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნანა ძაგნიძემ ამჯერად ამერიკელი მოჭადრაკე დაამარცხა
  • სენტ ლუისის უძლიერესი ტურნირი 9 ტურად მიმდინარეობს

ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე (2515) ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში უძლიერეს საერთაშოროსო ტურნირს, რომელსაც აშშ-ს ქალაქი სენტ ლუისი მასპინძლობს.

Cairns Cup 2020-ის მე-3 ტურში ძაგნიძემ თეთრი ფიგურებით ამერიკელ კარისა იიპს (2412) სძლია და 2.5 ქულა მოაგროვა.

ქართველ დიდოსტატს 0.5 ქულით ჩამორჩებიან კატერინა ლაჰნო (რუსეთი, 2552), უკრაინელი მარია მუზიჩუკი (2552) და ინდოელი დრონავალი ჰარიკა (2518).

სენტ ლუისის ტურნირში 10 უძლიერესი მოჭადრაკეა ჩართული, ნანას მომდევნო მეტოქე კი ხსენებული მუზიჩუკი იქნენა. ძაგნიძე შავებით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ Cairns Cup 2020 16 თებერვლამდე წრიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს, საპრიზო ფონდი კი 180 000 დოლარია, საიდანაც ჩემპიონი 45 ათასს მიიღებს, მეორეადგილოსანი – 35 ათასს, ხოლო მესამეზე გასული – 25 ათასს.

კომენტარები

ბოლო ამბები