Thumbnail

ნეიმარმა ოპერაცია გაიკეთა - პასუხი 6 კვირაში გვეცოდინება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნეიმარმა ბრაზილიაში ოპერაცია გაიკეთა და ის წარმატებული გამოდგა.
  • როდის დაუბრუნდება ბრაზილიელი მოედანს?

პარი სენ-ჟერმენის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ნეიმარ ჯუნიორმა ბრაზილიის ქალაქ ბელუ ორიზონტეში ოპერაცია ჩაიტარა და ის წარმატებული გამოდგა. 

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა ტერფის ძვალი მარსელთან "კლასიკის" დროს დაიზიანა. რამდენიმედღიანი ორჭოფობის შემდეგ, მისთვის ოპერაციის გაკეთება გადაწყდა.

ნეიმარს ოპერაცია დოქტორმა როდრიგო ლასმარმა გაუკეთა მატერდეის ჰოსპიტალში. როდის დაუბრუნდება ნეიმარი თამაშს, ზუსტად 6 კვირის მერე გახდება ცნობილი. 

► ნეიმარი და მუნდიალი 2018 - ოპერაციის წინ ექიმი გარანტიას ვერ იძლევა

კომენტარები

ბოლო ამბები