Thumbnail

ჯობავას გამარჯვება შვედეთში – ბაადურმა ფავორიტის სტატუსი გაამართლა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა მოჭადრაკემ Elite Hotels Open 2020 მოიგო
  • მან მეტოქეებს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა

ქართველი დიდოსტატი ბაადურ ჯობავა (2620) შვედეთი ქალაქ ვეკშიოში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა.

საქართველოს ვაჟთა ნაკრების ლიდერი Elite Hotels Open 2020-ზე პირველ ნომრად იყო განთესილი და ჩემპიონობა არავის დაუთმო.

საინტერესოა, რომ 8 ტურის თავზე ერთნაირი მონაგარი (6.5) ქულა ერთბაშად შვიდ მოჭადრაკეს აღმოაჩნდა, თუმცა, საუკეთესო დამატებითი მაჩვენებლები ჯობავას ჰქონდა და მთავარი პრიზიც მას ერგო.

კომენტარები

ბოლო ამბები