Thumbnail
  • ვილანოვას დამარცხების შემდეგ სეტონ ჰოლი დააფასეს
  • სანდრო მამუკელაშვილი სეტონ ჰოლზე

New York Post მიიჩნევს, რომ სეტონ ჰოლი, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც 20 წლის სანდრო მამუკელაშვილია, NCAA-ს ოთხთა ფინალის კალივრის გუნდია. 

სეტონ ჰოლს ამ სეზონში ოფიციალურ მატჩებში 18-5 ბალანსი აქვს, "ბიგ ისთის" კონფერენციაში გუნდი პირველ ადგილზეა, რეგულარულის ბოლომდე კი 7 ტური რჩება. 

📋 მეტი ამ თემაზე

ახლახან სეტონ ჰოლმა ისტორიული გამარჯვება იზეიმა სტუმრად ვილანოვასთან, რომელიც NCAA-ს ორგზის გამარჯვებულია. ამ შეხვედრაში მამუკელაშვილმა 17 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა

სეტონ ჰოლში ისეთ ვარსკვლავებს უთამაშიათ, როგორიც ნიკოს გალისი იყო. ეს უნივერსიტეტი დაამთავრეს არტურას კარნიშოვასმა, ედი გრიფინმა და სხვებმა, მაგრამ NCAA-ში ნიუ ჯერსის გუნდი ტიტულებით ვერ დაიკვეხნის, სეტონ ჰოლს არც ოთხთა ფინალში უთამაშია ოდესმე. 

სანდრო მამუკელაშვილი 2019/20 სეზონი:
13 თამაში - 10.3 ქულა, 5.0 მოხსნა, 1.3 პასი და 0.8 ბლოკი

"სეტონ ჰოლი ოთხთა ფინალის ლეგიტიმური კანდიდატია. ეს პირველი გუნდია ნიუ ჯერსის არეალიდან, რომელსაც ამის რეალური შანსი აქვს ბოლო 21 წლის განმავლობაში - მაშინ იყო სენტ ჯონი. მაშინ სენტ ჯონს, რომლის ლიდერიც რონ არტესტი იყო სულ ცოტა დააკლდა ფინალურ ოთხეულამდე", - წერს გამოცემა.

გუნდის ორი ლიდერი: მაილს პაუელი, რომელსაც 2020-ში NBA-ში ელიან და სანდრო

"ვფიქრობ, სეტონ ჰოლი ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია", - განაცხადა დამარცხებული ვილანოვას თავკაცმა ჯეი რაითმა. 

უკვე 4 თამაშია, რაც სეტონ ჰოლს ტრავმამოშუშებული მამუკელაშვილი დაუბრუნდა. ვილანოვასთან მან შესაძლოა, სეზონის საუკეთესო თამაშიც აჩვენა (სეზონის რეკორდამდე ქულა დააკლდა). ESPN: "მამუკელაშვილი ტრავმამდელ სანდროს ემსგავსება". 

ვილანოვასთან სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა

სანდრო მამუკელაშვილი სეტონ ჰოლზე: "ეს არის შეკრული გუნდი, შემადგენლობაში არ არის არანაირი უსიამოვნები, ყველა ერთმანეთს უგებს და გვერდში უდგება. არასოდეს ვყოფილვარ ასეთი გუნდის წევრი. ჩვენ არასდროს ვწყვეტთ ბრძოლას. ვზრუნავთ ერთმანეთზე, ეს სპეციალური გუნდია". 

კომენტარები

ბოლო ამბები