Thumbnail
  • ქართველმა კალათბურთელმა თავი ბარსელონასთან მატჩში გამოიჩინა
  • თორნიკე შენგელიას ბასკონია ევროლიგის პლეიოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს

ეპიზოდი თორნიკე შენგელიას მონაწილეობით ევროლიგის იანვრის საუკეთესო 10 დანქს შორის მოხვდა და საპატიო მე-2 ადგილი დაიკავა.

ბასკონიას ქართველმა კალათბურთელმა სუპერმომენტი ბარსელონასთან შეხვედრაში შემოგვთავაზა. კატალონიელებთან მატჩის დასრულებამდე წამები რჩებოდა, როდესაც თოკომ ბურთი თავზე ნიკოლა მიროტიჩს გადაატენა და საბოლოო ანგარიში (76:74) დააფიქსირა.

ევროლიგის ხელმძღვანელობამ შენგელიას შეტევაზე წინ მხოლოდ მაიკ ჯეიმსის ლამაზი ეპიზოდი დააყენა.

მოსკოვის ცსკას უკანახაზელმა, რომლის სიმაღლეც 1.85 მეტრია, ხიმკისთან მატჩში წარმოუდგენელი ნახტომი შემოგვთავაზა და მასზე ზუსტად 20 სმ-ით მაღალი დევინ ბუკერის წინააღმდეგობის მიუხედავად, სლემდანქი შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ ევროლიგის 24 ტურის თავზე ბასკონიას 9 მოგება და 15 მარცხი აქვს და საპლეიოფო ზონას 2 გამარჯვებით ჩამორჩება, ამდენად, მთავარი ბრძოლა ჯერაც წინ ელის.

ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 20 თებერვალს, შინ, კაუნასის ჟალგირისთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები