Thumbnail

ხელბურთი | ჭაბუკთა ჩემპიონატში აჭარა ლიდერობს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • აჭარის გუნდს 12 მოგებული მატჩი დაუგროვდა
  • ლიდერს თამაშში საშუალოდ 42 გოლი გააქვს

გლდანის ხელბურთის აკადემიაში, საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატში, აჭარის გუნდმა 27:23 მოუგო თბილისის პეგასს და უდანაკარგოდ, 24 ქულით ლიდერობს. ამ ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს შარშანდელ ჩემპიონს, აჭარის გუნდს 12 მოგებული მატჩი დაუგროვდა და თამაშში საშუალოდ 42 გოლი გააქვს. დაკარგული ქულებით მეორე ადგილზე პეგასია.

ფოთის ოქროს ვერძმა 16:12 მუგო ლიდერთა გუფის კიდევ ერთ წევრს, ქარიშხალას. პირველი წრის დასკვნით ტურში ჩაერთვნენ სამტრედია, ქუთაისი, წყალტუბო და ზუგდიდი. სამტრედიამ და ქუთაისმა თავისი მატჩები მოიგეს.

პირველი წრე 11 თებერვლის მატჩების შემდეგ დასრულდება, საქართველოს ჩემპიონი კი ორწრიანი ტურნირის შემდეგ გამოვლინდება.

ფოთი 25:7 ქარელი 

აჭარა 27:23 პეგასი 

ფოთი 16:12 ქარიშხალა 

ქუთაისი 23:15 თელავი 

აჭარა 48:22 ქარელი 

სამტრედია 27:20 თელავი 

ზუგდიდი 16:18 ქარიშხალა 

წყალტუბო 19:25 პეგასი

კომენტარები

ბოლო ამბები