Thumbnail
  • ყაზანის რუბინმა თურქულ შეკრებაზე იურმალას სპარტაკსი დაამარცხა - 4:1
  • ბელეკში გამართულ მატჩში ანგარიში დავითაშვილმა კვარაცხელიას პასით გახსნა 
  • რუბინმა ამ შეხვედრით მეორე თურქული შეკრება დაასრულა 

ყაზანის რუბინმა, რომლის ღირსებას ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია იცავენ, მეორე თურქულ შეკრებაზე დასკვნითი მატჩი ლატვიურ სპარტაკსთან ჩაატარა და ანგარიშით 4:1 გაიმარჯვა. ამ შეხვედრაში ანგარიში რუსული გუნდის ქართველი ლეგიონერების ეფექტური თამაშის შედეგად გაიხსნა. 

ზურიკო დავითაშვილი იურმალელთან წინააღმდეგ

ბელეკში, სპორტულ ცენტრ "ბელისში" გამართულ შეხვედრაში გოლი უკვე მე-8 წუთზე გავიდა. ხვიჩა კვარაცხელიამ ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა, სადაც ყველას ზურიკო დავითაშვილმა აჯობა და თავით გაიტანა.

📺 რუბინი 4:1 სპარტაკსი (მიმოხილვა)

რუბინის ქართველმა ფეხბურთელებმა პირველი ტაიმი ჩაამთავრეს, შესვენების შემდეგ კი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სხვა ფეხბურთელები ათამაშა. 

რუბინმა თურქული შეკრება ამ სპარინგით დაასრულა. ყაზანური გუნდი მესამე შეკრებასაც ბელეკში, 13-იდან 22 თებერვლამდე გეგმავს. 

რუსეთის პრემიერლიგაში გასული 19 ტურის შემდეგ, ყაზანის რუბინს 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა. კვარაცხელიას და დავითაშვილის გუნდი ჩემპიონატს 1-ელ მარტს, ტამბოვთან გასვლითი მატჩით განაახლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები