Thumbnail
  • ოკლაჰომა 111:112 ბოსტონი
  • ბოსტონის ძირითად ხუთეულს 10 და მეტი ქულა ჰქონდა
  • ოკლაჰომადან 92 ქულა ოთხმა მოთამაშემ გაინაწილა

ბოსტონ სელტიკსს რთული გასვლა ჰქონდა ოკლაჰომაში. მთელი შეხვედრა ქულა-ქულაში წარიმართა და ინტრიგა ბოლო წამებამდე შენარჩუნდა. გადამწყვეტი ბოლო წამებზე დაცვაში მარკუს სმარტის კარგი თამაში გამოდგა - სმარტის მოპარვამ ოკლაჰომას პოტენციურად ანგარიშის გათანაბრების საშუალება არ მისცა.

ბოსტონი უკეთესი იყო მოხსნებში (53 მოხსნა 44-ის წინააღმდეგ) და უკეთ ათამაშებდა ბურთს (19 ასისტი 14 ასისტის წინააღმდეგ). 

სელტიკსი აქცენტს, ტრადიციულად, გუნდურ კალათბურთზე აკეთებს - ძირითადის ხუთივე მოთამაშემ 13 და მეტი ქულა ჩააგდო. საუკეთესოები კემბა უოკერი (27 ქულა) და ჯეისონ ტეიტუმი (26 ქულა) იყვნენ.

ოკლაჰომას ერთდროულად ოთხი მოთამაშე ჰყავდა, რომელთაც 20-ზე მეტი ქულა ჩააგდეს - გუნდის ახალგაზრდა ვარსკვლავმა გილჯეს-ალექსანდერმა 12-დან 8 ზუსტი სროლა შეასრულა და 24 ქულა ჩააგდო, 14-დან 8 ზუსტი სროლის შემდეგ, ამდენივე ჰქონდა დანილო გალინარის. 22-22 ქულა ჩააგდეს გამთამაშებლებმა - კრის პოლმა და დენის შრიოდერმა. აღსანიშნავია, რომ ოკლაჰომას სხვა არცერთ მოთამაშეს 5 ქულაზე მეტიც კი არ ჰქონია.

📺 ოკლაჰომა 111:112 ბოსტონი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები