Thumbnail
  • კლივლენდი 92:133 კლიპერსი
  • კავაი ლეონარდმა დაისვენა
  • კლიპერსიდან ერთდროულად ათმა მოთამაშემ 10 და მეტი ქულა ჩააგდო

სეზონის ერთ-ერთ ყველაზე იოლ თამაშში, კლიპერსმა უიმედო აუტსაიდერი კლივლენდი უშანსოდ, 41 ქულის სხვაობით დაამარცხა. კავაი ლეონარდი ისევ ტოვებს ზედიზედ თამაშებს და კლივლენდთან მას არ უთამაშია.

კლივლენდი იმდენად სუსტი გუნდი გუნდია, რომ მატჩის სერიოზული ანალიზიც არ გამოდის. კლიპერსს ზუსტი სროლების 57 პროცენტი ჰქონდა, კლივლენდს კი მხოლოდ - 37.8.

კლიპერსიდან ერთდროულად ათმა კალათბურთელმა 10 და მეტი ქულა ჩააგდო. საუკეთესოები 25 ქულით ლუ უილიამსი და 22 ქულით პოლ ჯორჯი იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ კლივენდის შემადგენლობაში ითამაშა დეტროიტიდან მოულოდნელი ტრეიდით გადმოსულმა ანდრე დრამონდმა - ის 19 ქულით და 14 მოხსნით საუკეთესო იყო თავის გუნდში.

📺 კლივლენდი 92:133 კლიპერსი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები