Thumbnail
  • ბექა ბურჯანაძემ ერთპიროვნულ ლიდერს 13 ქულა ჩაუგდო
  • ქართველმა ფორვარდმა ბოლო მეოთხედი შეუცვლელად ითამაშა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 21-ე ტურში ბექა ბურჯანაძის გრან კანარია ერპიროვნულ ლიდერ ბარსელონასთან 65:81 დამარცხდა, ქართველი ფორვარდი კი მასპინძელთა რიგებში საუკეთესო იყო.

ბურჯანაძემ მოედანზე 21:50 წუთი გაატარა (ბოლო მეოთხედში არ შეუცვლიათ) და 13 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.

ბექამ 2-დან 1 ორქულიანი, 3-ვე სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 16-ს გაუტოლდა, რაც კანარელთაგან ვერავინ გადაფარა.

გრან კანარია 9 მოგებითა და 11 მარცხით (1 მატჩი რეზერვში აქვს) მე-11 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 29 თებერვალს, სტუმრად, ბურჯანაძის ყოფილ კლუბ მორაბანკ ანდორასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები