Thumbnail

ზაალიშვილმა მედალი ვერ მოიპოვა - გელა მტკივნეულზე დაიჭირეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი ძიუდოისტი ბრინჯაოსთვის რუსთან დამარცხდა
  • გელა ზაალიშვილი კვარცხლბეკს მიღმა დარჩა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მძიმეწონოსანი (+100 კგ.) წევრი გელა ზაალიშვილი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დასრულებულ გრანდ სლემზე კვარცხლბეკს მიღმა დარჩა.

20 წლის ზაალიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის რუს ინალ ტასოევს დაუპირისპირდა და მტკივნეულ ილეთზე მოჰყვა, რის გამოც დანებება მოუხდა.

შეგახსენებთ, რომ გელამ დილის სესიაში აზერბაიჯანელი შაჰინ გაჰრამანოვი, ბრაზილიელი დავიდ მოურა, უზბეკი ბეკმუროდ ოლტიბოევი და ჰოლანდიელი როი მეიერი იპონებით დაჯაბნა, ნახევარფინალში კი, მომავალ ჩემპიონ – ნიდერლანდების კიდევ ერთ წარმომადგენელ ჰენკ გროლთან 3 შიდო მიიღო.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა პარიზული ტურნირი ერთადერთი ვერცხლის მედლით დაასრულა, რომელიც ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ.) მოიპოვა. გუნდურ ჩათვლაში საქართველომ მე-15 ადგილი დაიკავა.

კომენტარები

ბოლო ამბები