Thumbnail

სახალისო კომპიუტერული თამაში, რომელიც ბავშვებს მათემატიკის შესწავლაში ეხმარება

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • თამაშში მათემატიკური ამოცანები სასკოლო პროგრამის 1-8 კლასების მასალას ეფუძნება
  • არსებობს თამაშის როგორც ფასიანი, ისევე უფასო ვერსიაც

დღეს, ბევრი მშობელი წუხს იმაზე, რომ მისი შვილი კომპიუტერული თამაშებით უფროა დაინტერესებული, ვიდრე სწავლით. თუმცა, არსებობს ბევრი თამაში, რომელიც ბავშვებს სწავლაში ეხმარება. სწორედ ერთ-ერთი მათგანია Prodigy.

Prodigy ფენტეზის ჟანრის ვიდეოთამაშია, რომელიც, ვიზუალურად, პოკემონისა და მაინქრაფტის ნაზავს ჰგავს. თამაშში, გეიმერი აშენებს და აწყობს სახლს, ყიდულობს ნივთებსა და შინაურ ცხოველებს, ებრძვის ურჩხულებს და ა.შ. ერთი შეხედვით, ეს ჩვეულებრივი თამაშია, თუმცა, ასე სულაც არ გახლავთ: იმისათვის, რომ მოთამაშემ მონსტრები დაამარცხოს, მათემატიკური ამოცანები უნდა ამოხსნას. შეკითხვები 1-დან მე-8 კლასამდე მათემატიკის სასკოლო პროგრამის სირთულისაა. 

Prodigy ბავშვს, მისი მათემატიკური ცოდნის დონის გასარკვევად, თამაშის დასაწყისში ტესტს გაატარებს და მისი თავგადასავალი სწორედ ამის შემდეგ დაიწყება. შეკითხვები, რა თქნა უნდა, ყოველ მომდევნო დონეზე რთულდება. თამაშში რეგისტრაციისას, მოთმაშე საკუთარ ასაკს უთითებს. საწყისი კითხვები მოთამაშის ასაკზე ერთი წლით უფრო ნაკლები დონის სასკოლო პროგრამიდან იწყება. 

რა თქმა უნდა, როცა საქმე არასრულწლოვანს ეხება, მშობლის მთავარი საზრუნავი ისაა, თუ როგორ დაიცვას საკუთარი შვილი პოტენციურად სახიფათო ადამიანებისგან, რომლებიც, შესაძლოა, მას ონლაინ თამაშის ჩატით დაუკავშირდნენ. Prodigy-ის თამაში, ინტერნეტის გარეშეც შეგიძლიათ, ხოლო ინტერნეტში თამაშისას, თამაშში ჩატისა და სხვა კომუნიკაციების გათიშვა არის შესაძლებელი. ამას გარდა, ჩატში ნებისმიერი ინადადების დაწწერა შეუძლებელია: თამაშის დეველოპერებმა, ბაზას წინასწარ დაამატეს ყოველდღიური საუბრისათვის აუცილებელი და მათემატიკური თამაშისათვის გამოსადეგი სიტყვებისა თუ წინადადადებების ნაკრები. მოთამაშეს, სხვა მოთამაშესთან საუბრისას, მხოლოდ ამ სიტყვების გამოყენება შეუძლია. შესაბამისად, თამაშიდან პერსონალური ინფორმაციის გაჟონვა თუ არასრულწლოვანთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება შეუძლებელია.

თამაშის გადმოწერა უფასოა, თუმცა, არსებობს მისი ფასიანი ვერსიაც, რომელიც დამატებით ამოცანებს, მოწწინააღმდეგეებსა და გამოწვევებს გთავაზობთ, სტანდარტული საწევრო, ერთწლიანი პაკეტის შეძენის შემთხვევაში, თვეში 4,99$-ია, ხოლო ექვსთვიანი პაკეტის შეძენისას - თვეში 8,95 $. თამაშს აქვს როგორც მობილური ვერსია, Android-ისა და iOS-ის მომხმარებლებისთვის, ასევე დესკტოპ ვერსიაც, widows-ის მომხმარებლებისათვის.

 

კომენტარები

ბოლო ამბები