Thumbnail

ლიპარტელიანის ვერცხლი გრანდ სლემზე - ვარლამის საეჭვო შიდო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 30 წლის ქართველი ძიუდოისტი მსაჯებმა დაჩაგრეს
  • ვარლამ ლიპარტელიანი პარიზში 8 წელია უმედლოდ არ რჩება

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე გრანდ სლემის ვერცხლის მედალოსანი გახდა.

ვარლამ ლიპარტელიანი პიტერ პალჩიკთან ფინალში დამარცხდა

ვარლამ ლიპარტელიანი პიტერ პალჩიკთან ფინალში დამარცხდა

Posted by Silk Sport on კვირა, 09 თებერვალი, 2020

ქართველი ძიუდოისტი ფინალში ისრაელის წარმომადგენელ პეტერ პალჩიკს შეხვდა და დამატებით დროში მე-3 შიდო მიიღო. აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდში ვარლამი ილეთს აკეთებდა და თითქოს მეტოქე ვაზარიზეც დააგდო, თუმცა, ვიდეოგამეორების შემდეგ, მსაჯებმა ჩვენებურს თავზე გადავლა დააბრალეს და მოგება ებრაელს დარჩა.

შეგახსენებთ, რომ ლიპარტელიანმა დილის სესიაში 4 გამარჯვება იზეიმა. ვარლამმა სამხრეთკორეელ ჯაე იუნ კიმს, მონტენეგროელ დანილო პანტიჩსა და რუს არმან ადამიანს წმინდად აჯობა და მხოლოდ ლატვიელ იევგენის ბოროდავკოსთან დასჭირდა სრული 4 წუთი. ქართველმა ძიუდოისტმა ბალტიისპირელს ვაზარით მოუგო.

საქართველოს ნაკრების კაპიტნისთვის პარიზის გრანდ სლემი ერთ-ერთი საყვარელი ტურნირია. ვარლამს პრესტიჟული შეჯიბრი 3-ჯერ (2013, 2015, 2019) მოუგია, ვერცხლის მედალი მეორედ აიღო (პირველად 2014-ში), ბრინჯაო კი 3-ჯერ (2016, 2017, 2018) აქვს დასაკუთრებული. გამოდის, რომ ლიპარტელიანი პარიზში კვარცხლბეკის მიღმა უკვე 8 (!) წელია არ დარჩენილა.

კომენტარები

ბოლო ამბები