Thumbnail

UFC | ჯონსმა ქამარი შეინარჩუნა, თუმცა მსაჯების გადაწყვეტილებამ ბევრი გააკვირვა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ჯონსმა რეიესი დაამარცხა
  • მაგრამ ბრძოლა ჩვეული დამაჯერებლობით ვერ მოიგო!

დომინიკ რეიესი ჯონ ჯონსთან დამარცხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკელმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა - ყველაზე მეტი (15) საჩემპიონო ბრძოლა UFC-ის ისტორიაში!

თუმცა ბრძოლა 'ჯონი ბოუნსმა' ჩვეული დამაჯერებლობით ვერ მოიგო - პირველი ორი რაუნდი რეიესმა სუფთად მოიგო, მეორეს გარჩევა ბევრს გაუჭირდა, ხოლო ბოლო ორი რაუნდი მსაჯებმა ჯონსს მისცეს.

"დომინიკ, შენ დღეს ჩემი პატივისცემა დაიმსახურე..." - ამბობდა ჯონსი ბრძოლის შემდეგ და ამბობდა ამას ტრიბუნიდან წამოსული სტვენის ფონზე - მაყურებლის გული რეიესმა მოიგო.

ორგანიზაციის პრეზიდენმტა - დანა უაითმა ბრძოლის შემდეგ ინტერვიუში, თავისი მოსაზრება ამ სპორტის ვეტერანებს მიაწერა და რაღაც შემოვლითი გზებით გაგვიზიარა.

"თუ გინდა მოუგო ჩემპიონს, ჩემპიონი უნდა გალახო - ასე თვლის ამ სპორტში დაბერებული ხალხი და ალბათ მეც. დომინიკმა დღეს მსოფლიო ვერ გააოცა, მაგრამ გააოცა ის ხალხი, ვინც გუშინ მისი სახელი და გვარი არ იცოდა." - ამბობდა დანა.

საგულისხმო იყო ის ფაქტი, რომ მთელი 5 რაუნდის მანძილზე ჯონსმა დაახლოებით 4-5-ჯერ სცადა რეიესის წაქცევა და მატჩის ჭიდაობით გაგრძელება, მაგრამ არ გამოუვიდა, მხოლოდ ბოლო ცდა იყო წარმატებული, თუმცა მექსიკელ-ამერიკელმა შებოჭვაში სულ რამდენიმე წამი გაატარა.

"მეგონა 3-1 ვიგებდი, დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ რას ვიზამთ, რაც არის ეს არის..." - ამბობდა დომინიკ რეიესი, რომელმაც კარიერაში პირველი ბრძოლა წააგო. "მსაჯების გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, ჯერ ახალგაზრდა ვარ და ყველაფერი წინ მაქვს."

კომენტარები

ბოლო ამბები