Thumbnail
  • ქუთაისის ტორპედოში ფინანსური კრიზისი დასრულდა 
  • კლუბის ხელმძღვანელებმა გუნდის გაძლიერება დაიწყეს

ქუთაისის ტორპედოში ფინანსური კრიზისი დასრულდა და კლუბის ახალმა ხელმძღვანელებმა უკვე დაიწყეს გუნდის გაძლიერება. ტორპედოს ვებგვერდის ცნობით, გუნდში რამდენიმე ფეხბურთელი ჩაირიცხა.

ტორპედოს რიგებში ითამაშებს ირაკლი ძარია. 31 წლის ნახევარმცველი ბოლოს მალტურ ვალეტაში თამაშობდა, იქამდე კი ალბანური კუკეშის და რამდენიმე ქართული გუნდის ღირსებას იცავდა. 2012-2015 წლებში, ძარია დინამო თბილისში ასპარეზობდა.

ძარიას გარდა, ტორპედოში ითამაშებს მეკარე დემეტრე ბულისკერია, რომელიც ქუთაისურ გუნდს თბილისის ლოკომოტივიდან შეუერთდა. ტორპედოს დაუბრუნდნენ ცოტნე ნადარაია, გიორგი ფანცულაია, ბაქარ მირცხულავა და ზაზა ციცქიშვილი. ქუთაისურ გუნდში ასევე ითამაშებს ლაშა კასრაძე, რომელიც ბოლოს ყაზახურ თარაზში იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები