Thumbnail

'როდესაც კონტე აგებს, ეშმაკს ემსგავსება' - პირლოს ინტერის წარმატებები არ უკვირს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • იტალიური ფეხბურთის ლეგენდას არ უკვირს, რომ ინტერი სკუდეტოსთვის იბრძვის
  • სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ჩემპიონობის შანსს 3 გუნდი ინარჩუნებს

იტალიური ფეხბურთის დიდების დარბაზში შეყვანილმა ანდრეა პირლომ ანტონიო კონტეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არ უკვირს ინტერის წარმატებები და მიაჩნია, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლა ბოლო ტურებამდე გაგრძელდება.

“არ მიკვირს ინტერის წარმატება, რადგან კარგად ვიცი ანტონიო კონტეს მუშაობის სტილი. ის ყველაფერს აკეთებს, რომ ფეხბურთელებმა შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინონ და ამას ახერხებს კიდეც. კონტე შეპყრობილია მოგების სურვილით და როდესაც აგებს, მასთან ლაპარაკიც არ ღირს, რადგან ეშმაკს ემსგავსება. იუვენტუსი ძალიან ძლიერია, საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ინტერი სკუდეტოსთვის ბოლომდე იბრძოლებს”. - განაცხადა პირლომ.

სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში საჩემპიონო ბრძოლა ძალიან დაძაბულია. პირველ ადგილზე 54 ქულით იუვენტუსია, თუმცა მილანურ დერბიში გამარჯვების შემთხვევაში, იუვეს ინტერი დაეწევა. იქვეა ლაციო, რომელსაც პარმასთან მოგება სჭირდება რომ ლიდერს ერთი ქულის დისტანციაზე მიუახლოვდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები