Thumbnail

ისტორიული სენსაცია! ტედი რინერის პირველი მარცხი ბოლო 9 წელიწადში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტედი რინერის ფანტასტიკური სერია შეწყდა
  • ფრანგი ლეგენდა პარიზის გრანდსლემზე დამარცხდა
  • რინერს იაპონელმა კოკორო კაგეურამ მოუგო

პარიზის გრანდ სლემზე უდიდესი სენსაცია დაფიქსირდა!

მძიმე წონაში მსოფლიოს ათგზის ჩემპიონი ტედი რინერი იაპონელ კოკორო კაგეურასთან დამარცხდა. მერვედფინალური ბრძოლა დამატებით დროში გადავიდა, სადაც კაგეურამ ვაზარით მოიგო. ილეთი რინერმა დაიწყო, მაგრამ მეტოქემ კონტრშეტევაზე დაიჭირა ფრანგი და გამარჯვება იზეიმა.

კაგეურა ტურნირის ნახევარფინალშიც გავიდა. რინერმა კი 9-წლიანი წაუგებელი სერია დაასრულა. ის ბოლოს 2010 წელს იაპონელ დაიკი კამიკავასთან დამარცხდა.

სასწაული!!! ტედი რინერი კოკორო კაგეურასთან დამარცხდა

სასწაული!!! ტედი რინერი კოკორო კაგეურასთან დამარცხდა 12-წლიანი წაუგებელი სერია დასრულდა

Posted by Silk Sport on კვირა, 09 თებერვალი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები