- U17 ხორვატია 2:3 საქართველო
- გიორგი ჩიტაურის გუნდის ბოლო მეტოქე ესპანეთში ნორვეგიაა
საქართველოს 17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა ესპანეთში მიმდინარე საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე მეორე მატჩი ჩაატარა. გიორგი ჩიტაურის გუნდმა ხორვატია დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.
საქართველოს U17 ნაკრების შემადგენლობიდან დუბლით გიორგი გვიშიანი გამოირჩა, ერთი გოლი გიზო მამაგეიშვილის ანგარიშზეა. ჩიტაურის გუნდი ბოლო მატჩს ესპანეთში ნორვეგიის წინააღმდეგ გამართავს. 17-წლამდელებმა ტურნირის პირველი მატჩი პოლონეთთან დათმეს.
ხორვატია 2:3 საქართველო
საქართველო: ხარატიშვილი, ავალიანი, ხვადაგიანი, ჩხეტიანი, ო. Მამაგეიშვილი, გვიშიანი, გაგნიძე, სიჭინავა (დუნდუა), აბუაშვილი (ზოსიაშვილი), გ. Მამაგეიშვილი (უგრეხელიძე), სალუქვაძე
სათადარიგო შემადგენლობა: შურღაია, აბჟანდაძე, უბილავა, იობაშვილი
გოლები: გვიშიანი (2), გ. მამაგეიშვილი
კომენტარები