Thumbnail
  • ვილანოვა 64:70 სეტონ ჰოლი
  • სანდრო მამუკელაშვილი - 17 ქულა, 8 მოხსნა

სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლმა სტუმრად რეიტინგით მეათე ვილანოვა 70:64 დაამარცხა. ქართველმა ფორვარდმა 36 წუთში 17 ქულა მოუტანა გუნდს. 

სანდროს ანგარიშზე 3 სამქულიანია (5 ესროლა). მას ცოტა დააკლდა ორმაგ დუბლამდე - 8 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე). მამუკელაშვილმა 2 ბლოკ-შოტიც მიითვალა. სანდროზე მეტი ქულა მხოლოდ გუნდის ლიდერმა მაილს პაუელმა ჩააგდო - 19.

მამუკელაშვილი მეტოქის ფარზე

სეტონ ჰოლი კონფერენციას 18-5 ბალანსით ლიდერობს. 13 თებერვალს სეტონ ჰოლი კრეიტონს უმასპინძლებს. 

მამუკელაშვილის სამქულიანი

კომენტარები

ბოლო ამბები