Thumbnail
  • ბელგია 38:12 რუსეთი - რუსებმა 5 ლელო გაუშვეს
  • პორტუგალია 22:11 რუმინეთი - 'მუხებმა' მეორე მატჩი დათმეს

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტური 2 დიდი სენსაციით დაიწყო. ბელგიის ნაკრებმა რუსეთს უმასპინძლა - 2 ქულით წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ (10:12), ბელგიელებმა რუსებს 4 ლელო დაუდეს და მატჩიც მოუგეს. ბელგიელებმა მატჩში 5 ლელო დადეს და რაგბი ევროპის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება იზეიმეს. მათ მატჩი 26 ქულით მოიგეს - 38:12. ბელგიამ რუსეთი ისტორიაში პირველად დაამარცხა.

Big win for Belgium!!!! 38 - 12 🇧🇪🏉❤️🔥 Both teams fought hard but the Black Devils were fired up by a big crowd! Thx supporters! Thx Russia for the great game! Be sure to book your tickets for the game against spain 7/3!

Posted by Belgium Rugby on შაბათი, 08 თებერვალი, 2020

პორტუგალიის ნაკრებმა რაგბი ევროპაზე მე-2 გამარჯვება იზეიმა. ბელგიის დამარცხების შემდეგ, მათ რუმინეთსაც სძლიეს - 22:11. პორტუგალიელები რაგბი ევროპის გათამაშების ლიდერები არიან. ტურის ცენტრალური მატჩი მადრიდში ხვალ გაიმართება, სადაც ესპანეთის ნაკრები საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებს.

პორტუგალია 8 ქულით ლიდერია. მეორე ადგილზე ბელგიაა 6 ქულით. საქართველოს ნაკრები კი ესპანეთთან ერთად 5 ქულით 3-4 ადგილებს იყოფს.

კომენტარები

ბოლო ამბები