Thumbnail
  • ოლიმპიაკოსი 2:1 ანორთოსისი
  • იშვიათი შემთხვევა - არც ერთი ქართველი ანორთოსისის სასტარტოში

თემურ ქეცბაიას ანორთოსისმა სეზონი შესანიშნავად დაიწყო, მაგრამ ბოლო დროს კრიზისშია - ბოლო 4 ტურში 2 მატჩი დათმო და 1 ფრედ ითამაშა და მხოლოდ ერთი მოიგო. ქართველი სპეციალისტის გუნდი ნიქოზიას ესტუმრა, სადაც ოლიმპიაკოსთან დამარცხდა - 1:2. 

ისე მოხდა, რომ სასტარტო შემადგენლობაში ხუთი ქართველი ლეგიონერიდან თემურმა არც ერთი არ დააყენა! გიორიგ ლორია ბოლო წამს გადაიყვანეს სათადარიგოებში, ის ნიღბით აპირებდა თამაშს (წინა მატჩში მსუბუქი ტვინის შერყევა მიიღო). ჯანო ანანიძე მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა, ხოლო კიდევ ერთი ნიღბიანი, ნიკა კაჭარავა მოედანზე 76-ე წუთზე შევიდა. თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმირებულია, ბუბა დაუშვილი - დისკვალიფიცირებული. ანორთოსისმა ერთი გოლის გატანა ბოლოს შეძლო, სულ ეს იყო.

ლორია სასტარტოში იყო, მაგრამ თამაში ვერ შეძლო

kerkida.net წერს, რომ მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე თემურ ქეცბაია გაღიზიანებული იყო, ხოლო ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვის შემდეგ მან თავი ვერ შეიკავა და ჟურნალისტს "ჯიბიდან ხელის ამოღება" მოსთხოვა, ეს რა უპატივცემულობააო.

თემურ ქეცბაიამ ბოლო 4 მატჩში მეორედ წააგო

თემურ ქეცბაია (ანორთოსისის მწვრთნელი): "ვულოცავ პამბოსს, ოლიმპიაკოსს. ჩვენ მივიღეთ ის, რასაც ვიმსახურებდით. არ ვითამაშეთ კარგად, განსაკუთრებით ეს პირველ ტაიმზე ითქმის.

მეორე ტაიმში შევეცადეთ, რაღაც შანსებიც შევქმენით. ახლა მთელი კვირა გვაქვს დასასვენებლად და ძალების აღსადგენად, მაგრამ ასეთი მარცხის მერე დასვენებაზე ფიქრი რთულია. 

ქეცბაია ამ სეზონში მესამედ დამარცხდა, ანორთოსისი 40 ქულით კვლავ პირველია, მაგრამ ომონიას 9 თებერვალს მისი გადასწრება შეუძლია. ანორთოსისი 15 თებერვალს ნეა სალამინას მასპინძლობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები