Thumbnail
  • 📅 9 თებერვალი | ⌚ 15:45 | 🏉 ესპანეთი V საქართველო | 📺 ტელეკომპანია იმედი
  • ბექა გორგაძის ინტერვიუ ესპანეთთან მატჩამდე - მორაგბემ რაგბის კავშირთან ისაუბრა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. ''ბორჯღალოსნებმა'' წლის პირველ მატჩში რუმინეთს 41:13 მოუგეს - მეტოქეს 6 ლელო დაუდეს და ბონუს ქულაც აიღეს.

მადრიდში გასამართ მატჩამდე, ბექა გორგაძემ საქართველოს რაგბის კავშირთან ისაუბრა და ნაკრების ამჟამინდელ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება. მას იმედი აქვს, რომ საქართველო ესპანეთსაც დაამარცხებს და მადრიდიდან ქართველი ქომაგის გახარებას შეძლებს.

''წლის პირველ შეხვედრაში ყოველთვის გვიჭირდა, მაგრამ ახლა, მსოფლიო თასის შემდეგ, ყველანი განსაკუთრებულად ვიყავით მობილიზებული. გვსურდა, გულშემატკივრებისთვის სწრაფი, ხელდახელ რაგბი გვეჩვენებინა და მათთვის სიამოვნება მიგვენიჭებინა. ვფიქრობ, ეს გამოგვივიდა. იყო ეპიზოდები, როდესაც 15-17 ფაზას ვაბამდით. მეტოქე ამისთვის მზად იყო და დიდი ხნის განმავლობაში გაგვიძლო, თუმცა საბოლოოდ, ჩვენი თამაშის ხარისხი ლამაზ ლელოებში და შედეგში აისახა." - განაცხადა გორგაძემ.

დანაკლისები და ტრავმები

"პირველი თამაშის შემდეგ რამდენიმე მოთამაშე გამოგვაკლდა, მაგრამ ეს პრობლემა არ უნდა იყოს. ძალიან კარგი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ და შემცვლელები არანაკლებ კარგი შემსრულებლები არიან."

ესპანეთის ნაკრები

"ესპანეთს ძალიან კარგი გუნდი ყავს და სპეციალურად ჩვენთან სათამაშოდ, ტოპ 14-ისა და პრო დე2-ის გუნდების მორაგბეებით საგანგებოდ გაძლიერდა. ისინი შეეცდებიან, მეტი პრობლემები შეგვიქმნან, განსაკუთრებით რაქებში შეგვაწუხებენ, რომ ბურთი სწრაფად არ გავიტანოთ.

ეცდებიან, უფრო სწრაფად ჩახურონ ხაზი, მაგრამ სუსტი წერტილები მათაც აქვთ და უფრო მნიშვნელოვანია, როგორ ვითამაშებთ ჩვენ. თუ დავალებებს კარგად შევასრულებთ, ფრთებზე აუცილებლად გაჩნდება სივრცეები და ისინი უნდა გამოვიყენოთ. მადრიდში ყველაფერი კარგადაა, მზიანი ამინდებია და შესანიშნავ გარემოში მოგვიწევს თამაში. ვეცდებით, ჩვენი ქომაგი ლაღი თამაშით გავახაროთ, რისთვისაც რაგბი უყვართ და დარწმუნებული ვარ, ახლა უკეთ შეთამაშებულები ვიქნებით, ვიდრე რუმინეთთან."

კომენტარები

ბოლო ამბები