Thumbnail
  • ყაზანის რუბინი სეზონის განახლებისთვის თურქულ შეკრებაზე ემზადება
  • გუნდის მწვრთნელმა ფეხბურთელებისთვის სახალისო გასართობი მოიფიქრა
  • უჩვეულო თამაშობებში ჩართვა გუნდის ქართველ ლეგიონერებსაც მოუხდათ

ყაზანის რუბინი, რომლის ღირსებას ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია იცავენ, სეზონის განახლებისთვის თურქულ შეკრებაზე ემზადება. გუნდის მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი და მისი სამწვრთნელო შტაბი, სტანდარტული მეცადინეობის გარდა, ფეხბურთელებს უჩვეულო და სახალისო მეთოდებითაც ავარჯიშებს.

ახლახან რუბინის ფეხბურთელებს, მათ შორის ქართველ ლეგიონერებსაც, ფეხბურთის თამაში, ტანზე მორგებული გამჭვირვალე გასაბერი ბურთებთით მოუხდათ. მოედანზე მხიარული თამაში გაჩაღდა, მრავლად იყო შეჯახება, “უხეშობა” და ეფექტური ვარდნა, თუმცა ტრავმა არავის მიუღია.

ზურიკოს საჰაერო ბურთით თამაში მოეწონა

"გუნდის სამწვრთნელო შტაბის ახალი თიმ-აქტივიტი! სიუჟეტი იმაზე, როგორ ჩაატარა რუბინმა "საჰაერო ბრძოლა" ლეონიდ სლუცკის ხელმძღვანელობით", - ასე აღწერს რუსული კლუბის პრესსამსახური ვიდეოს.

"საჰაერო ბრძოლა" ერთადერთი უჩვეულო თამაში არ არის, რომელიც რუბინის ფეხბურთელებს შეკრებაზე აქვთ. ისინი სამაგიდო ფეხბურთის უცნაური ვერსიითაც გაერთნენ, სადაც თამაში ბურთზე სულის შებერვით შეიძლებოდა.

ხვიჩა კვარაცხელია ფლანგიდან უტევს

ყაზანის რუბინმა რუსეთის ჩემპიონატის პირველი წრე სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზე დაასრულა. ზამთრის პაუზის დროს გუნდი, რომელსაც მთავარი მწვრთნელი შეევალა, ბექა მიქელთაძემ და ნიკა ყიფიანმა დატოვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები