Thumbnail

გულზე პრობლემების შემდეგ - დეილი ბლინდმა ვარჯიში განაახლა

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ჰოლანდიელ მცველს გულის პრობლემები ჰქონდა
  • იყო შანსი, რომ ბლინდს კარიერა დაესრულებინა

ამსტერდამის აიაქსის ფეხბურთელს დეილი ბლინდს გულის პრობლემები, 10 დეკემბერს, ვალენსიას წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში აღმოაჩნდა.

ბლინდს გულის პრობლემები ჰქონდა

ჰოლანდიელმა თამაშის დროს თავბრუხვევა იგრძნო და დაეცა. მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარეს, რომლის შედეგადაც მას მიოკარდიტი დაუდგინდა და ოპერაციიის გაკეთებაც მოუხდა.

მცველის საფეხბურთო კარიერა საფრთხის ქვეშ დადგა, რადგან იყო შანსი, ბლინდს პროფესიონალური ფეხბურთი ვეღარ ეთამაშა.

სოციალურ ქსელში ჰოლანდიელზე სასიხარულო ამბავი გავრცელდა. 2-თვიანი პაუზის შემდეგ, 29 წლის ფეხბურთელმა აიაქსის პირველ გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა. დეილი აიაქსს სავარაუდოდ უახლოეს მატჩებში დაეხმარება.

ბლინდმა ჰოლანდიის მიმდინარე ჩემპიონატში 16 შეხვედრის ჩატარება მოასწო, სადაც თავი 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები