Thumbnail
  • ინგლისელს ლივერპულთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება
  • 31 წლის ნახევარმცველის დამატება ოთხ ინგლისურ კლუბს სურს

ადამ ლალანას ლივერპულთან კონტრაქტის ვადა 2020 წლის ზაფხულში ეწურება და შეეძლება ინგლისური კლუბი თავისუფალი აგნეტის სახით დატოვოს. ჯერჯერობით ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები არ დაწყებულა.

The Telegraph-ის ინფორმაციით, ადამ ლალანას შეძენა ლესტერ სიტის სურს. "მელიების" მთავარ მწვრთნელს ბრენდან როჯერსს ნახევარმცველთან ლივერპულში უთანამშრომლია და მის სათამაშო სტილს ლალანა კარგად ერგება.

გარდა ლესტერისა, 31 წლის ფეხბურთელით არსენალი, ტოტენჰემი და ვესტ ჰემი ინტერესდებიან. კლუბებს ინგლისელთან წინასწარი კონტრაქტის დადება უკვე შეუძლიათ, თუმცა თავად ადამი ლივერპულში თამაშზეა კონცენტრირებული და შემოთაბაზებებს ჯერჯერობით არ განიხილავს.

ადამ ლალანამ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 13 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი თითო გატანილი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 

კომენტარები

ბოლო ამბები