Thumbnail

‘რატომ მაჩვენეთ პორნოგრაფია?’ - აქტივისტი შაკირას და J.Lo-ს გამო ჩივის

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • სუპერბოულის შესვენებაზე შაკირას და ჯენიფერ ლოპესის შოუ ყველას არ მოეწონა
  • აქტივისტი მამაკაცი NFL-ს უჩივის და უდიდეს კომპენსაციას ითხოვს

აშშ შეუზღუდავი შესაძლებლობების ქვეყანაა…

სუპერბოულის შესვენებაზე დადგმული შოუ გრანდიოზული იყო და ამაზე უკვე ვწერდით. კრიტიკოსები და სოციალური ქსელების მომხმარებლებიც მალევე შეთანხმდნენ: ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი ბოლო წლებში, რაც შაკირას და ჯენიფერ ლოპესის დამსახურებაა.

თუმცა, პოპვარსკვლავების შოუ ყველას არ მოეწონა. გამოჩნდა ადამიანი, რომელიც NFL-ს სასამართლოში უჩივის და კომპენსაციის სახით 867 000 000 000 000 დოლარს ითხოვს. არა, კლავიატურაზე ნულის ღილაკმა არ გაგვიჭედა - მართლა ამდენს ითხოვს! ტრილიონებზეა ლაპარაკი…

ეს პიროვნება გახლავთ დეივ დობენმაირი, რომელიც საკუთარ თავს ქრისტიან აქტივისტს უწოდებს. იგი აცხადებს, რომ სუპერბოულის შესვენებაზე, შაკირასა და ჯენიფერ ლოპესის შოუს სახით “მის სახლში გავრცელდა პორნოგრაფია”, რის გამოც უჩივის როგორც NFL-ს, ისე მთავარ სპონსორ Pepsi-საც.

“შეირაცხა თუ არა ეს შოუ პორნოგრაფიად? იყო რაიმე გაფრთხილება იმაზე, რომ თუ ამას ნახავდა, შენი 12 წლის ვაჟი, რომლის ჰორმონები ახლა ვითარდება, სექსუალურად აღიგზნებოდა?” - კითხულობს დეივი ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში. მისი აზრით, ასეთ სპორტულ ღონისძიებას ყველამ უნდა უყუროს და “ასეთი სცენები მიუღებელია.”

Coach Dave LIVE | 2.6.2020

How can they get away with penetrating our homes, and exposing our children to sex on the screen?! What are we doing to do? Should we not sue them, because we might lose? Should we just pray they come to know Jesus? Or should we fight for right? I know I’m right. The sissification and the lack of guts in the pulpits today, is the reason we are where we are. J-Lo’s crotch being pumped into my living room is unacceptable. That doesn’t glorify the Lord. The Church is the moral standard of the culture. Where is the Church, standing up against evil?! Let’s sue the NFL! Pass the Salt! Contact Coach at coach@coachdavelive.com Support Coach at https://www.coachdavelive.com/donate

Posted by Dave Daubenmire on ხუთშაბათი, 06 თებერვალი, 2020

NFL-ში ამაზე კომენტარი, რა თქმა უნდა, (ჯერ) არ გაუკეთებიათ. დეივს სასამართლოში წარმატების იმედი ალბათ არ უნდა ჰქონდეს...

📺 შაკირას და ჯენიფერ ლოპესის შოუ შესვენებაზე

კომენტარები

ბოლო ამბები