Thumbnail
  • ბასკონიას ქართველ ფორვარდს ხიმკისთან წარმატებული თამაში დაუფასდა.
  • თოკომ ბოლო ტურში ორმაგი დუბლი შეასრულა და პირადი რეკორდი გააუმჯობესა.

ბასკონიას კალათბურთელი თორნიკე შენგელია ევროლიგის 24-ე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. 26 წლის ქართველი ფორვარდი მიმდინარე სეზონში ტურის MVP-დ უკვე მეორედ აღიარეა. მანამდე თოკო ევროლიგის მე-14 ტურში გამოარჩიეს.

► შენგელიას შოუ ხიმკისთან - MVP, ორმაგი დუბლი და რეკორდი! 

ევროლიგის ბოლო ტურში, პლეი ოფის საგზურისთვის მებრძოლმა ბასკონიამ შინ რუსულ ხიმკის უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 87:77 დაამარცხა. თორნიკე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, მოედანზე გატარებულ 28:12 წუთში კი ორმაგი დუბლი მიითვალა - 15-15 ქულა და მოხსნა. მის ანგარიშზე ასევე იყო 3 პასი და თითო ჩაჭრა და ბლოკი.

შენგელია მარგი ქმედების კოეფიციენტით (28) მოედანზეც საუკეთესო იყო და მთლიანად ტურშიც. 

ხიმკისთან წარმატებული თამაში შენგელიას eurohoops.net-მაც დაუფასა, რომელმაც ბასკონიას კაპიტანი ტურის საუკეთესო ხუთეულში შეიყვანა.

ბასკონია 11 მოგებითა და 13 მარცხით მე-9 ადგილზეა, პლეი ოფში კი 8 გუნდი გადის. მე-8 ადგილზე მყოფ მაკაბის 12 მოგება აქვს. შენგელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 8 მარტს, სტუმრად ვალენსიასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები