Thumbnail
  • იანვრის საუკეთესო მწვრთნელი, ფეხბურთელი და გოლის ავტორი პრემიერლიგაში
  • იურგენ კლოპმა აღიარება უკვე მეხუთედ, სერხიო აგუერომ კი მეშვიდედ მოიპოვა 

ინგლისის პრემიერლიგამ იანვრის საუკეთესოები გამოავლინა. გასული თვის საუკეთესო მწვრთნელი ლივერპულის თავკაცი იურგენ კლოპია. საუკეთესო ფეხბურთელი მანჩესტერ სიტის თავდამსხმელი სერხიო აგუერო. საუკეთესო გოლის ავტორი კი ირანელი ალირეზა ჯაკანბახში გახდა.

აგუერომ პრემიერლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მეშვიდედ მოიპოვა და ამით ახალი რეკორდი დაამყარა. გასულ თვეში არგენტინელმა 6 გოლის გატანა მოახერხა და 2 რეკორდი მოხსნა.

გასული თვის საუკეთესო მწვრთნელი იურგენ კლოპია. გერმანელმა სპეციალისტმა იანვარში 5 შეხვედრის მოგება შეძლო. მისი გაწვრთნილი ლივერპული 22 ქულით ლიდერობს გათამაშებას და  ნანატრ ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს არიან. გერმანელი სპეციალისტი აგრძელებს პრემიერლიგაში წაუგებელ სერიას. კლოპი თვის საუკეთესო მწვრთნელად უკვე მეხუთედ დასახელდა და მან ახალი რეკორდი დაამყარა. გერმანელი არის პირველი, ვინც ერთ სეზონში საუკეთესო მწვრთნელად 5-ჯერ დაასახელეს.

იანვრის თვის საკუეთესო გოლის ავტორი ალირეზა ჯაკანბახში გახდა. ბრაიტონის ირანელმა ფეხბურთელმა ჩელსის კარში გოლის გატანა აკრობატულ ნახტომში შეძლო.

კომენტარები

ბოლო ამბები