Thumbnail

წყალბურთი: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ნაკრებმა ისრაელი ორივე შეხვედრაში დაამარცხა.
  • საქართველო 12:1 ისრაელი
  • ისრაელი 10:11 საქართველო

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ზედიზედ მესამედ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

კონტინენტის პირველობა 2018 წლის ზაფხულში ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში გაიმართება

საქართველოს ნაკრებმა პლეი ოფის პირველ შეხვედრაში ისრაელი 12:1 დაამარცხა და განმეორებითი მატჩი ფორმალობად აქცია.

მეორე შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა საქართველოს ნაკრები ფლობდა უპირატესობას და საბოლოოდ დაპირისპირება ერთი ბურთის სხვაობით მოიგო. რევაზ ჩომახიძის გუნდმა მეტოქე 11:10 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა პირველი მეოთხედი 5:4 მოიგო, ხოლო მეორეში 4:2 დაამარცხა მეტოქე და პირველი ტაიმი 3-ბურთიანი უპირატესობით დაასრულა.

მეორე ნახევარში მასპინძლებმა მოუმატეს და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დასკვნით მეოთხედში ქართველ წყალბურთელებს გოლი არ გაუტანიათ.

საქართველოს ნაკრების რიგებში 3 გოლი გაიტანა მიხეილ ბაღათურიამ, 2-2 გოლი რევაზ იმნაიშვილის, ანდრია ბითაძის და გიორგი მაგრაქველიძის ანგარიშზეა, თითო გოლი კი ალექსანდრე რუსიშვილმა და ზურაბ რურუამ მიითვალეს აქტივში

მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მოთამაშე ალექსანდრე რუსიშვილმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"გასვლაზე თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ ჩვენც რაღაც დავაკელით და ამიტომ, უფრო რთული მატჩი გამოვიდა. პირველი თამაში ისეთი ანგარიშით მოვიგეთ, რომ განმეორებით შეხვედრაში ცოტა კონცენტრაცია დავკარგეთ. საერთო ჯამში დამაჯერებლად დავამარცხეთ მეტოქე და გავედით ევროპის ჩემპიონატზე. ბევრი სამუშაო გვაქვს და დავსახავთ გეგმას თუ როგორ უნდა მოვემზადოთ კონტინენტის პირველობისთვის"

კომენტარები

ბოლო ამბები