Thumbnail

ძაგნიძე მსოფლიოს უძლიერეს ტურნირზე – ქართველი პერსონალურად მიიწვიეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნანა ძაგნიძე სენტ ლუისში ათ რჩეულს შორის მოხვდა
  • ქართველ მოჭადრაკეს ურთულესი პარტიები ელის

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე (2515) მონაწილეობას მიიღეს მსოფლიოში უძლიერესად აღიარებულ ტურნირში Cairns Cup 2020, რომელიც 7-16 თებერვალს წრიული სისტემით, 9 ტურად ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ ძაგნიძე აშშ-ს ქალაქ სენტ ლუისში დაგეგმილ პრესტიჟულ შეჯიბრზე პერსონალურად მიიწვიეს, მონაწილეთა სრული სია კი ასე გამოიყურება: 

ცზიუ ვენცზიუნი (ჩინეთი, 2583), ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2580), მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2552), კატერინა ლაჰნო (უკრაინა, 2552), ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი, 2518), ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2515), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2504), ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 2461), ირინა კრუში (აშშ, 2422), კარისა იიპი (აშშ, 2412).

პირველ ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: მუზიჩუკი-ვენცზიუნი, კონერუ-იიპი, ლაჰნო-ჰარიკა, ძაგნიძე-გუნინა, კოსტენიუკი-კრუში.

ტურნირის საპრიზო ფონდი 180 000 დოლარია, საიდანაც ჩემპიონი 45 ათასს მიიღებს, მეორეადგილოსანი – 35 ათასს, მესამეზე გასული კი - 25 ათასს. 

სათამაშო დღეებია: 7-11 და 13-16 თებერვალი, 12 თებერვალი კი დასვენების დღეა.

კომენტარები

ბოლო ამბები