Thumbnail

დებიუტანტი ბორჯღალოსნებში - შემადგენლობა ესპანეთის წინააღმდეგ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 📅 9 თებერვალი | ⌚ 15:45 | 🏉 ესპანეთი V საქართველო | 📺 იმედი
  • რუმინეთთან მოგების შემდეგ, 'ბორჯღალოსანთა' რიგებში ცვლილებებია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ''ბორჯღალოსნების'' მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა მომავალი შეხვედრისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

პირველ ტურში რუმინეთთან 41:13 გამარჯვების შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში 5 ცვლილებაა – სამი ხაზში და ორი შერკინებაში.

საქართველოს ეროვნულ გუნდში დებიუტი ექნება 22 წლის აკაკი ტაბუცაძეს, რომელსაც უმცროს ბორჯღალოსნებსა და 7-კაცას ნაკრებში არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული.

ის შეკრებაზე რამდენჯერმე იყო გამოძახებული, თუმცა ტრავმების გამო, აქამდე თამაში არ მოუწია, ახლა კი პირველ სანაკრებო მატჩს ჩაატარებს.

ტაბუცაძე ტრავმირებული მირიან მოდებაძის ნაცვლად გაირჯება. კიდევ ერთ დაშავებულ გიორგი კვესელაძეს თამაზ მჭედლიძე შეცვლის.

ბორჯღალოსნებს ესპანელი "ლომებისთვის“ 16 მატჩი აქვთ მოგებული, ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 3-ჯერ მეტოქემ იმარჯვა.

წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ესპანელებმა სოჭში რუსეთი ბონუს-ქულით - 31:12 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენსი), 14. ალექსანდრე თოდუა (ბათუმი), 13. დავით კაჭარავა (ენისეი, რუსეთი), 12. თამაზ მჭედლიძე (რუანი, საფრანგეთი), 11. აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, საფრანგეთი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, საფრანგეთი).

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი, კაპ.), 2. შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), 3. ლევან ჩილაჩავა (მონპელიე, საფრანგეთი), 4. შალვა სუთიაშვილი (ანგულემი, საფრანგეთი), 5. ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიში, ინგლისი), 6. ბექა საღინაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 7. გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, საფრანგეთი), 8. ბექა გორგაძე (ბორდო, საფრანგეთი).

სათადარიგო შემადგენლობა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი, პენზა, რუსეთი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი, საფრანგეთი), 19. დავით გიგაური (კოლომიე, საფრანგეთი), 20. მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი, რუსეთი); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, საფრანგეთი), 22. ლაშა მალაღურაძე (ვევეა, რუსეთი), 23. ლაშა ხმალაძეს (ბათუმი).

კომენტარები

ბოლო ამბები