Thumbnail
  • ბეილსა და ზიდანს შორის ცუდ ურთიერთბაზე ხშირად საუბრობენ
  • უელსელმა "სანტიაგო ბერნაბეუ" თამაშის დასრულებამდე დატოვა

მადრიდის რეალმა ესპანეთის თასის მეოთხედფინალში "სანტიაგო ბერნაბეუზე" რეალ სოსიედადთან ანგარიშით 3:4 წააგო და გათამაშებას გამოეთიშა.

"სამეფო კლუბი" ერთი პერიოდი ანგარიშით 1:4-ს აგებდა. ამ დროს კი მადრიდული კლუბის ფეხბურთელმა გარეთ ბეილმა სტადიონი ნაადრევად დატოვა. უელსელისა და გუნდის მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის ცუდ ურთიერთობაზე ხშირად იწერება.

30 წლის ფეხბურთელის მადრიდიდან წასვლის შესახებ ჭორები ბოლო რამდენიმე სატრანსფერო ფანჯრისას ვრცელდებოდა, თუმცა უელსელი კვლავ ესპანეთშია. შემტევის წასვლას ყველაზე მეტად გასულ ზაფხულს ვარაუდობნენ. უელსელით ჩინური კლუბი ინტერესდებოდა. მისი დამატება ასევე სურდა მის ყოფილ გუნდს, ლონდონის ტოტენჰემს, იყო მანჩესტერ იუნაიტედის ვარიანტიც, თუმცა ტრანსფერი არ შედგა და ბეილი კვლავ მადრიდის რეალშია.

ბოლო ინციდენტის შემდეგ, გავრცელდა ახალი ინფორმაცია, რომ ფეხბურთელი ესპანურ გრანდს 2020 წლის ზაფხულში დატოვებს.

გარეთმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ითამაშა, სადაც თავი 2-2 გატანილი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები