Thumbnail

ჭიდაობა | ბერძენ-რომაელთა ნაკრების საევროპო განაცხადიც ცნობილია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ევროპის პირველობაზე მსოფლიოს 2 მოქმედ ჩემპიონსაც ვიხილავთ
  • 'კლასიკოსებს' მოახლოებული ტურნირის სასტარტო 3 დღე დაეთმობათ

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემდეგ, მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა ბერძნულ-რომაელთა გუნდის სამწვრთნელო შტაბმაც დაასახელა.

ქართველმა ფალავნებმა ბორჯომში დასკვნითი შეკრება დაასრულეს და ხვალ გაემგზავრებიან იტალიის დედაქალაქ რომში, სადაც ევროპირველობა 10-16 თებერვალს გახლავთ დაგეგმილი.

მომავალი შეჯიბრის საწყისი 3 დღე სწორედ “კლასიკოსებს” დაეთმობათ, საქართველოს ნაკრებს კი წარმომადგენელი ათივე წონით კატეგორიაში ეყოლება.

ჩვენი გუნდის განაცხადში არიან მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები – ნუგზარ წურწუმია (55 კგ.) და ლაშა გობაძეც (82 კგ.).

ლაშა გობაძე

ბერძენ-რომაელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე:

55 კგ. – ნუგზარ წურწუმია (ხობი)
60 კგ. – ამირან შავაძე (აჭარა)
63 კგ. – ლევან ქავჟარაძე (ოზურგეთი)
67 კგ. – გიორგი შოთაძე (ლანჩხუთი)
72 კგ. – იური ლომაძე (ოზურგეთი)
77 კგ. – დემურ ქავთარაძე (გარდაბანი)
82 კგ. – ლაშა გობაძე (აჭარა)
87 კგ. – თორნიკე ძამაშვილი (გარდაბანი)
97 კგ. – რევაზ ნადარეიშვილი (თბილისი)
130 კგ. – ლევან არაბული (მცხეთა)

კომენტარები

ბოლო ამბები