Thumbnail
  • ლებრონ ჯეიმსმა და იანის ანტეტოკუნმპომ გუნდები დააკომპლექტეს
  • ლებრონმა ლუკა დონჩიჩი ჯეიმს ჰარდენზე ადრე აირჩია
  • ‘ოლ სტარი’ 16 თებერვალს, ჩიკაგოში გაიმართება

NBA-ს 2020 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩის გუნდები დაკომპლექტებულია! გუნდების კაპიტნებმა, ლებრონ ჯეიმსმა (ლეიკერსი) და იანის ანტეტოკუნმპომ (მილუოკი) აირჩიეს ის თანაგუნდელები, რომლებითაც 16 თებერვალს, ჩიკაგოში ერთმანეთის წინააღმდეგ წარსდგებიან.

ლუკა დონჩიჩი და ლებრონ ჯეიმსი ერთ გუნდში ითამაშებენ

აღსანიშნავია, რომ ლებრონს ყველაზე მეტი ხმა ჰქონდა და მისი პირველი არჩევანი თანაგუნდელი ენტონი დევისი გახლდათ. გარდა ამისა, ლეიკერსის სუპერვარსკვლავმა კავაი ლეონარდი და ლუკა დონჩიჩი უფრო ადრე აირჩია, ვიდრე ჯეიმს ჰარდენი. მის გუნდში მოხვდა გოგა ბითაძის თანაგუნდელი დომანტას საბონისიც. იანისი ‘არადანი’ გახლდათ და მან თავისი პირველი არჩევანი ფილადელფიას ცენტრის, ჯოელ ემბიიდის სასარგებლოდ გამოიყენა. გუნდები ასე დაკომპლექტდა: 

🏀 ლებრონის გუნდი
ენტონი დევისი (ლეიკერსი), კავაი ლეონარდი (კლიპერსი), ლუკა დონჩიჩი (დალასი), ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონი), დემიენ ლილარდი (პორტლენდი), ბენ სიმონსი (ფილადელფია), ნიკოლა იოკიჩი (დენვერი), ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონი), კრის პოლი (ოკლაჰომა), რასელ ვესტბრუკი (ჰიუსტონი), დომანტას საბონისი (ინდიანა).

🏀 იანისის გუნდი
ჯოელ ემბიიდი (ფილადელფია), პასკალ სიაკამი (ტორონტო), კემბა უოკერი (ბოსტონი), ტრეი იანგი (ატლანტა), კრის მიდლტონი (მილუოკი), ბემ ადებაიო (მაიამი), რუდი გობერი (იუტა), ჯიმი ბატლერი (მაიამი), კაილ ლოური (ტორონტო), ბრენდონ ინგრემი (ნიუ ორლეანსი), დონოვან მიტჩელი (იუტა).

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლუკა დონჩიჩი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ჯოელ ემბიდი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები