Thumbnail
  • NBA-ში Trade-Deadline ამოიწურა
  • ტრანსფერების პერიოდის ბოლო დღეს რამდენიმე საინტერესო გარიგება შედგა

მაშ ასე: NBA-ში Trade-Deadline დასრულდა. ბოლო დღეს რამდენიმე ვარსკვლავის ტრეიდი განხორციელდა - მაგალითად, ლოს ანჯელეს კლიპერსმა მარკუს მორისი და აიზია ტომასი მიიღო, გოლდენ სტეირ უორიორსმა დ’ანჯელო რასელი მინესოტაშუ გაუშვა და ენდრიუ უიგინსს მიიღებს. აქტიურობდა მაიამიც.

მარკუს მორისი ლოს ანჯელეს კლიპერსში ითამაშებს

ბოლო დღის ყველა მნიშვნელოვანი ტრეიდი

🏀 მაიამი ჰიტმა ჯასტის უინსლოუ, ჯეიმს ჯონსონი და დიონ უეიტერსი ჯეი კრაუდერის, სოლომონ ჰილისა და ანდრე იგუდალას სანაცვლოდ მემფისში გაუშვა.

🏀 ჯეიმს ჯონსონი მინესოტაში გადატრეიდდა, მის ნაცვლად კი გორგი დიენგი მემფისში მიდის.

🏀 კლიპერსმა დერიკ უოლტონი ატლანტაში გაუშვა.

🏀 გოლდენ სტეიტ უორიორსმა დ’ანჯელო რასელი, ჯეიკობ ევანსი და ომარი სპელმანი ენდრიუ უიგინსის, 2021 წლის პირველი რაუნდის პიკისა და 2022 წლის მეორე რაუნდის პიკის სანაცვლოდ, მინესოტაში გაუშვა.

🏀 ჰიუსტონ როკეტსმა ჯორდან ბელი მემფისში ბრუნო კაბოკლოს სანაცვლოდ გაატრეიდა. გუნდებმა მეორე რაუნდის პიკებიც გაცვალეს.

🏀 პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსმა ცენტრი სკალ ლაბისიე ატლანტა ჰოუკსში გაყიდა.

🏀 დეტროიტ პისტონსმა ანდრე დრამონდი კლივლენდ კავალიერსში გაატრეიდა და სანაცვლოდ ჯონ ჰენსონი, ბრენდონ ნაითი და მეორე რაუნდის პიკი მიიღო.

🏀 ვაშინგტონ უიზარდსმა ჯორდან მაკრეი დენვერში გაუშვა და სანაცვლოდ შაბაზ ნაპიერი მიიღო.

🏀 ფილადელფია სიქსერსმა ჯეიმს ენისი ორლანდო მეჯიქში, მეორე რაუნდის პიკის სანაცვლოდ გაუშვა.

🏀 კლიპერსმა მო ჰარკლესი და პირველი რაუნდის პიკი ნიუ იორკს მისცა, ჯერომ რობინსონი კი - ვაშინგტონს. სანაცვლოდ, კლიპერსმა მარკუს მორისი და აიზია ტომასი მიიღო.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • ჰიუსტონი
  • დენვერი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები