Thumbnail

ბარსელონა თასიდან გავარდა - ინიაკიმ ბილბაო ფინალში გაიყვანა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბილბაო 1:0 ბარსელონა
  • რეალის შემდეგ, კოპა დელ რეის ბარსელონაც გამოეთიშა 

ბილბაომ ლა ლიგის ბოლო მეოთხედფინალში ''სან მამესზე'' ბარსელონას უმასპინძლა და მეტოქეს მინიმალური სხვაობით მოუგო - 1:0. შეხვედრის ერთადერთი გოლი ინიაკი უილიამსმა 92-ე წუთზე გაიტანა და ბილბაო თასის ნახევარფინალში გაიყვანა.

აღსანიშნავია, რომ ბასკებმა ბარსელონას ამ სეზონში მეორედ მოუგეს. მათ ლა ლიგის პირველ ტურში კატალონიელები იმავე ანგარიშით დაამარცხეს. იმ მატჩში არიც ადურისმა ულამაზესი გოლი გაიტანა.

ესპანეთის თასის ნახევარფინალში ვერც ბარსელონა გავიდა და ვერც რეალი. თასის ნახევარფინალში მირანდესი, გრანადა, სოსიედადი და ბილბაო ითამაშებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები