Thumbnail
  • ფინეთი V საქართველო
  • გამარჯვებული ერთი ლიგით ზემოთ აინაცვლებს

ტუნისის ნაკრების 2:1 დამარცხების შემდეგ, საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ფედერაციის თასის II ჯგუფის ევრო-აფრიკულ ზონაში სამი გამარჯვებით A პულში პირველი ადგილი დაიკავა და I ჯგუფის საგზურისთვის მასპინძელ ფინეთს ეთამაშება.

ჰელსინკიში მიმდინარე ტურნირში, რომელიც დახურულ კორტებზე ტარდება, ფინეთის ნაკრებმა B პულში მეორე ადგილი დაიკავა. ბლო ტურში ფინელებმა აუტსაიდერ პორტუგალიას 2:1 მოუგეს. პულში სამ გუნდს 2-2 მოგება დაუგროვდა - დანია პირველ ადგილზეა და პლეი ოფში ტუნისს ეთამაშება, ეგვიპტე მესამე ადგილს დასჯერდა.

ფინეთის ნაკრების შემადგენლობა: ოონა ორპანა (479), ანასტასია კულიკოვა (526), ლაურა ჰიეტარანტა და ელა ჰაავისტო. გუნდის კაპიტანია ემა ლაინე. 

საქართველოსა და ფინეთის დაპირისპირება 7 თებერვალს ჰელსინკიში გაიმართება. დაწყების დრო ზუსტდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები