Thumbnail

დინამო თბილისმა გოლი 80 მეტრიდან გაუშვა - ფრე სერბულ რადნიკთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დინამო თბილისი 2:2 რადნიკი
  • დინამოს რიგებში გოლები კაპანაძემ და ახვლედიანმა გაიტანეს

დინამო თბილისმა თურქულ შეკრებაზე მეოთხე ამხანაგური შეხვედრა გამართა და სერბეთის სუპერლიგის გუნდს, რადნიკს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 2:2 დამთავრდა.

43-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც დინამოს იერიში მარჯვენა ფრთიდან განვითარდა, მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით კი თორნიკე კაპანაძემ ისარგებლა და ძლიერი დარტყმოთ გახსნა ანგარიში. 

მეორე ტაიმის სტარტზე სერბებმა გაათანაბრეს ანგარიში, მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე კი წინ გავიდნენ. რადნიკის მეორე გოლი ცალკე აღნიშვნის ღირსია: იოკიჩმა დაახლოებით 80 მეტრიდან დაარტყა, ბურთი მეკარე მამარდაშვილს თავზე გადაახტა და ბადეში გაეხვა!!!  

მეორე გოლი დინამოს კარში

დინამომ მალევე უპასუხა მეტოქეს, გაათანაბრა ანგარიში და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა, 2:2. თავი ახვლედიანმა გამოიჩინა. 

დინამო თბ. 2:2 რადნიკი

გოლები: 1:0 კაპანაძე (43), 1:1 პავლოვი (47), 1:2 იოკიჩი (75), 2:2 ახვლედიანი (78).

დინამო თბ: კვასხვაძე, ტრუბოჩკინი, ბენიო, ლოჩოშვილი, კობოური, კუცია, პაპავა, ნინუა, ორშულა, კუხიანიძე, კაპანაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები