Thumbnail

Skyrim-ის რუკა უკრაინული გეოგრაფიის მე-6 კლასის წიგნში მოხვდა

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • სკაირიმის რუკა წიგნის 36 გვერდზე მოხვდა, რომლის თემაც ''რუკები ქაღალდზე და რეალობაში'' იყო
  • უცნობია, როლური თამაშის რუკა სახელმძღვანელოს ავტორებს რომელიმე ქვეყნის რუკაში ''აერიათ'' თუ ეს გამიზნული ხრიკი იყო, მოსწავლეების ყურადღების მისაქცევად

თუ კომპიუტერულ თამაშებზე რამე მაინც იცით, ლეგენდარული როლური თამაში The Elder Scrolls: Skyrim, ნათამაშები თუ არა, გაგონილი მაინც გექნებათ. თუმცა, თამაშის პოპულარობამ ერთი უცნაური ინციდენტიც გამოიწვია: სკაირიმის რუკა, უკრაინული გეოგრაფიის სასკოლო სახელმძღვანელოში მოხვდა. 

სკაირიმის რუკა წიგნის 36 გვერდზე მოხვდა, რომლის თემაც ''რუკები ქაღალდზე და რეალობაში'' იყო. ეს მე-6 კლასის გეოგრაფიის წიგნი 2014 წელს დაიბეჭდა. მან უკრაინის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს შემოწმება გაიარა და სასკოლო განათლებისათვის რეკომენდირებული სახელძღვანელოს სტატუსიც მიენიჭა. 

''ეს სახელძღვანელო შემუშავებულია სპეციალური მეთოდებიც რომელიც გეოგრაფიის მატერიალური და საბაზისო განმარტებების იოლ გადმოცემას უწყობს ხელს.'' ვკითხულობთ წიგნის ანოტაციაში. ''იგი შეიცავს ისტორიულ დოკუმენტებს, მათი შექმნის შესახებ დამატებით დეტალებს, ილუსტრაციებსა და სხვა შესაბამის მატერიალს, რუკებს, შეკითხვებსა და დავალებებს, რომლებიც გათვლილია სტუდენტის დაინტერესებასა და სწავლების უფრო სწრაფად და ეფექტურად წარმართვაზე.'' 

სკაირიმის რუკა წიგნში უკრაინელმა ბლოგერმა და ონლაინ სასწავლო კურსი ''პრომეთეს'' დამფუძნებელმა, ივან პრიმაჩენკომ აღმოაჩინა და ფეისბუქის აუდიტორიას გაუზიარა.

უცნობია, როლური თამაშის რუკა სახელმძღვანელოს ავტორებს რომელიმე ქვეყნის რუკაში ''აერიათ'' თუ ეს გამიზნული ხრიკი იყო, მოსწავლეების ყურადღების მისაქცევად.

TES: Skyrim კომპანია Bethseda-ს თამაშია.რომელშიც მოქმედება წარმოსახვით სამყარო ტამრიელში ხდება. თამაში 2011 წლის 11 ნოემბერს გამოვიდა უამრავი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ''წლის თამაშის'' და ''საუკეთესო როლური თამაშის'' ნომინაციებში. 

კომენტარები

ბოლო ამბები