Thumbnail

მესის კრიტიკის მიუხედავად ერიკ აბიდალი არსად არ მიდის და პოსტს შეინარჩუნებს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • აბიდალი რჩება
  • ბარსელონაში 2 საათიანი შეხვედრა გაიმართა...

ბარსელონას სპორტული დირექტორი - ერიკ აბიდალი ლიონელ მესის კრიტიკის მიუხედავად არსად არ მიდის და თანამდებობას ინარჩუნებს.

მსოფლიოს ექვს გზის საუკეთესო მოთამაშემ აბიდალი გააკრიტიკა, მას შემდეგ რაც ფრანგმა განაცხადა, რომ ვალვერდეს ხელში ფეხბურთელები ბოლომდე არ იხარჯებოდნენ.

ბარსელონაში ამ თემაზე საგანგებო თათბირი ჩაატარეს და 2 საათიანი განხილვის შემდეგ გადაწყდა, რომ 40 წლის აბიდალი თანამდებობას შეინარჩუნებს.

მეტი ამ თემაზე

კომენტარები

ბოლო ამბები