Thumbnail

ამხანაგური მატჩი | საბურთალომ ზენიტთან დიდი ანგარიშით წააგო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საბურთალო 0:4 ზენიტი
  • გოლები: 0:1 სუტორმინი (21), 0:2 ბარიოსი (38), 0:3 შატოვი (60), 0:4 შამკინი (62). 

ეროვნული ლიგის გუნდები ახალი სეზონისთვის ემზადებიან. საბურთალო შეკრებას ესპანეთში გადის, სააც რამდენიმე ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი. პირველი თამაში გია ცეცაძის გუნდმა ავსტრიულ ადმირასთან წააგო (1:2), მეორე მატჩი კი სანკტ პეტერბურგის ზენიტთან ჰქონდა. თამაში რუსული გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა და შედეგიც შესაბამისი დაფიქსირდა: 4:0 ზენიტის სასარგებლოდ.

გია ცეცაძემ არაერთი ახალწვეული ათამაშა და გუნდს აშკარად აკლდა შეთამაშება. ზენიტი კლასით გაცილებით მაღალი დონის გუნდია და ამ ყველაფერი თავისი შედეგი გამოიღო. თბილისელთა კარში გოლები სუტორმინმა, ბარიოსმა, შატოვმა და შამკინმა გაიტანეს.

საბურთალო 0:4 ზენიტი

გოლები: 0:1 სუტორმინი (21), 0:2 ბარიოსი (38), 0:3 შატოვი (60), 0:4 შამკინი (62). 

საბურთალო: კუპატაძე, მარგველაშვილი, ბლიკი, ჟარდელი, გაბედავა, კოხრეიძე, ცნობილაძე, ჭიჭინაძე, ალთუნაშვილი, ყენია, ტაბატაძე.
 
ზენიტი: ლუნევი, კარავაიევი, რაკიტსკი, ოსორიო, სანტოსი, მუსაიევი, ბარიოსი, მალკომი, დრიუსი, სუტორმინი, ძიუბა.

კომენტარები

ბოლო ამბები